ქართ. Eng. Рус.  
 
 


თბილისი-დავით გარეჯა-ბოდბე-სიღნაღი-გრემი-ალავერდი-წინანდალი-თბილისი. (1 ღამე და 2 დღე)

ტურის ხანგრძლივობა - 2 დღე. ამ ხნის განმვალობაში შესაძლებლობა გექნებათ მოიხილოთ საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი რეგიონის – კახეთის ძირითადი ისტორიული ძეგლები: ადრეული ქრისტიანული ხანის სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯის ლავრა (VI ს.), ბოდბის დედათა მონასტერი (IV-XI), ალავერდის საკათედრო ტაძარი (XIს.), კახეთის სამეფოს ძველი დედაქალაქი გრემი; დაათვალიერებთ ულამაზეს ქალაქ სიღნაღს, დატკბებით ალაზნის ველის განუმეორებელი ხედებით. ტურის განმავლობაში მოგემსახურებათ პროფესიონალი გიდი, რომელიც დეტალურად მოგითხრობთ ყოველი ისტორიული მონუმენტის შესახებ, ჩაგიტარებთ მომცველ ისტორიულ-ეთნოლოგიურ ექსკურსს და პასუხს გასცემს თქვენს ყველა შეკითხვას. გარდა ამისა თქვენ საშუალება გექნებათ ისიამოვნოთ ადგილობრივი კერძებით, შეიძინოთ ხელთნაკეთობები. ბოლო დღეს დავათვალიერებთ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს წინანდალში და ტრადიციულ სადილთან ერთად დავაგემოვნებთ ადგილობრივ ღვინოებს.

 
 
 
 
ტურის განაწერი:

შაბათი

  •  გასვლა მიკროავტობუსით დავით-გარეჯის მონასტრის მიმართულებით (VI ს.) – მგზავრობის ხანგრძლივობა 2 საათი, 100 კმ.
  •  ჩასვლა დავით გარეჯაში, სამონასტრო კომპლექსისა და მისი მიდამოების დათვალიერება ;
  •  სადილი (კახური მწვადი) ;
  •  გასვლა სიღნაღისაკენ, გზად ბოდბის დედათა მონასტრის მონახულება (ალაზნის ველის ხედები) ;
  •  ჩასვლა სიღნაღში ; განთავსება სასტუმროში ; დასვენება ;
  •  საღამოს გასეირნება ქალაქ სიღნაღში ;
  •  ვახშამი და ღამის გათევა ქალაქ სიღნაღში.

  • დონეთა შორის სხვაობა : 50 მ
  • საჭირო აღჭურვილობა : მოსახერხებელი სასიარულო ფეხსაცმელი/ჩექმა; წყალგაუმტარი ქურთუკი ; მზისგან დაცვის საშუალებები (მზის სათვალე, ქუდი).
  • სიარულის ხანგრძლივობა: 3-4 საათი
  • ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 4-5 საათი
  •  

    კვირა

  • საუზმე ;
  • გასვლა გრემისაკენ წნორის გავლით;
  • გრემის კომპლექსის დათვალიერება;
  • გასვლა ალავერდის მონასტრის (XI ს.) მიმართულებით;
  • გასვლა წინანდლისაკენ;
  • ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის, ბოტანიკური ბაღისა და ენოტეკის დათვალიერება;
  • სადილი და ღვინის დეგუსტაცია სადეგუსტაციო დარბაზში;
  • დაბრუნება თბილისში.

  • დონეთა შორის სხვაობა : 50 მ
  • აჭირო აღჭურვილობა : სპეციალური სასიარულო ფეხსაცმელი, ჩექმა, წყალგაუმტარი ქურთუკი, მზისგან დაცვის საშუალებები (მზის სათვალე, ქუდი).
  • სიარულის ხანგრძლივობა: 3-4 საათი
  • ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 4-5 საათი
  •  

    ტურის აქტიური პერიოდი:

    მთელი წლის განმავლობაში

    გასათვალისწინებელი წინაპირობა:

    ჯგუფის წევრს უნდა შეეძლოს ფეხით სამი-ოთხი საათის განმავლობაშიუ გადაადგილება, ამასთან თან უნდა იქონიოს სათანადო ფეხსაცმელი; წყალგაუმტარი ქურთუკი, მზისგან დაცვის საშუალებები (სათვალე, ქუიდ) და პლასტიკური ჭურჭელი წყლისათვის.

    მონაწილეთა შესაძლებელი რაოდენობა ჯგუფში:

    2-დან 15 მონაწილის ჩათვლით

    ტურის საფასურში გათვალისწინებული
    მომსახურება:

    • ტრანსპორტი;
    • საოჯახო სასტუმრო;
    • სამჯერადი კვება;
    • კვალიფიცირებული გიდი მთელი ტურის განმავლობაში;
    • პირველადი და სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
    • სამედიცინო დაზღვევა;

    მომსახურება რომელიც არ არის გათვალისწინებული:

    • დაკარგული პირადი ნივთების კომპენსაცია;

    ტურის ღირებულება:

    1 მონაწილისათვის: 370 Euro;
    2 მონაწილისათვის: 220 Euro;
    3 - დან 4 მონაწილის ჩათვლით: 170 Euro;
    5 - დან 7 მონაწილის ჩათვლით: 135 Euro;
    8 - დან 10 მონაწილის ჩათვლით: 115 Euro;
    11 და მეტი მონაწილისათვის: 105 Euro;

     
     
    Site Created by:
    www.colibri.ge
    2009 © Copyright
    Ltd "Elitetravel".