ქართ. Eng. Рус.  
 
 


თბილისი-ვარძია-მცხეთა-თბილისი. (1 ღამე და 2 დღე)

ტურის ხანგრძლივობაა 1 ღამე და 2 დღე. ამ ხნის განმვალობაში შესაძლებლობა გექნებათ მიმოიხილოთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ისტორიული რეგიონი, შოთა რუსთველის სამშობლო – მესხეთი. ხერთვისის თემიდან ვარძიაში ფეხოსნური ლაშქრობისას თქვენ მოიხიბლებით მტკვრის ხეობის წარმტაცი ბუნებით, ციხე-ეკლესიების სიმრავლითა და სიძველით, ბოლოს კი კლდეში ნაკვეთი ვარძიის მონასტრის მონუმენტალური სიდიადით. ტურის განმავლობაში მოგემსახურებათ პროფესიონალი გიდი, რომელიც დეტალურად მოგითხრობთ ყოველი ისტორიული მონუმენტის შესახებ, ჩაგიტარებთ მომცველ ისტორიულ-ეთნოლოგიურ ექსკურსს და პასუხს გასცემს თქვენს ყველა შეკითხვას. გარდა ამისა თქვენ საშუალება გექნებათ ისიამოვნოთ ადგილობრივი კერძებით, შეიძინოთ ხელთნაკეთობები.

 
 
 
 
ტურის განაწერი:

შაბათი

  • გასვლა სოფ. გულსუნდა-ს მიმართულებით/ასპინძის რაიონი (260 კმ) ;
  • ჩასვლა გულსუნდაში ; განთავსება საოჯახო სასტუმროში ;
  • სადილი ;
  • გასეირნება სოფელ გულსუნდის მიდამოებში, კლდეში გამოკვეთილი შუა საუკუნეების ე.წ. « სახიზრები »-სა და ხერთვისის ციხის დათვალიერება ;
  • დაბრუნება საოჯახო სასტუმროში ;
  • ვახშამი და ღამის გათევა სოფელ გულსუნდაში ;

  • დონეთა შორის სხვაობა: 300 მ
  • საჭირო აღჭურვილობა: სპეციალური სასიარულო ფეხსაცმელი/ჩექმა; წყალგაუმტარი ქურთუკი ; მზისგან დაცვის საშუალებები (მზის სათვალე, ქუდი).
  • სიარულის ხანგრძლივობა: 4 საათი
  • ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 5 საათი

  •  

    კვირა

  • საუზმე;
  • ფეხოსნური ლაშქრობა ვარძიის სამონასტრო კომპლექსის (XI ს.) მიმართულებით;
  • პიკნიკი;
  • ექსკურსია ვარძიაში;
  • გამომგზავრება თბილისისაკენ;
  • ვახშამი მცხეთაში;
  • დაბრუნება თბილისში.

  • დონეთა შორის სხვაობა – 300 მ
  • საჭირო აღჭურვილობა : სპეციალურ სასიარულო ფეხსაცმელი/ჩექმა; წყალგაუმტარი ქურთუკი ; მზისგან დაცვის საშუალებები (მზის სათვალე, ქუდი).
  • სიარულის ხანგრძლივობა – 4 საათი
  • ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა – 5 საათი

  •  

    ტურის აქტიური პერიოდი:

    მთელი წლის განმავლობაში

    გასათვალისწინებელი წინაპირობა:

    ჯგუფის წევრს უნდა შეეძლოს ფეხით 2-3 საათის განმავლობაში ფეხით გადაადგილება, ამასთან თან უნდა იქონიოს სათანადო ფეხსაცმელი; წყალგაუმტარი ქურთუკი, მზისგან დაცვის საშუალებები (სათვალე, ქუდი) და პლასტიკური ჭურჭელი წყლისათვის.

    მონაწილეთა შესაძლებელი რაოდენობა ჯგუფში:

    1 – დან 15 მონაწილის ჩათვლით

    ტურის საფასურში გათვალისწინებული
    მომსახურება:
  • სრული სატრანსპორტო მომსახურება;
  • 1 x ღამე საოჯახო სასტუმროში;
  • სამჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები;
  • კვალიფიცირებული ექსკურსიამძღოლი/გიდი მთელი ტურის განვმავლობაში;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მომსახურება რომელიც არ არის გათვალისწინებული:
  • ალკოჰოლური სასმელები.
  • ტურის ღირებულება:

    1 მონაწილისათვის: 395 Euro;
    2 მონაწილისათვის: 225 Euro;
    3 - დან 4 მონაწილის ჩათვლით: 170 Euro;
    5 - დან 7 მონაწილის ჩათვლით: 130 Euro;
    8 - დან 10 მონაწილის ჩათვლით: 105 Euro;
    11 და მეტი მონაწილისათვის: 95 Euro;

     
     
    Site Created by:
    www.colibri.ge
    2009 © Copyright
    Ltd "Elitetravel".