ქართ. Eng. Рус.  
 
 


თბილისი-გორი-ქუთაისი-თბილისი. (1 ღამე და 2 დღე)

ტური მიეკუთვნება შაბათ-კვირის ტურების კატეგორიას. იგი გეოგრაფიულად მოიცავს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს. ჩვენ მოვინახულებთ საქართველოს ორ უდიდეს ქალაქს: გორს - ქართლის ადმინისტრაციულ ცენტრს და ქუთაისს - იმერეთის ადმინისტრაციულ ცენტრს. ჩვენ ასევე მოვინახულებთ უნიკალურ ისტორიულ ძეგლს, ქვაში ნაკვეთ ქალაქს - უფლისციხე, რომელიც თარიღდება ძვ. წ. ა. VI-IV საუკუნეებით. ხოლო ქალაქ ქუთაისში მოვინახულებთ ორ უმნიშვნელოვანეს ტაძარს: ბაგრატს, რომელიც მნიშვნელოვანია თავისი განუმეორებელი ისტორიით და გელათს, რომელიც ააგო საქართველოსათვის ისტორიულად ყველაზე დიდმა მეფემ - დავით აღმაშენებელმა.

 
 
 
 
ტურის განაწერი:

შაბათი

• დილით ადრე გავემგზავრებით ქალაქ გორის მიმართულებით. დაახლოვებით საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ ჩავალთ ქალაქ გორში და დავათვალიერებთ იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმს და მუზეუმთან არსებულ სხვა დამატებით ღირსშესანიშნაობებს.
• მუზეუმის დათვალიერების შემდგომ გავემგზავრებით კომპლექს უფლისციხის მიმართულებით. დაახლოვებით ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ მივადგებით კომპლექს უფლისციხეს და დავათვალიერებთ მას. კომპლექს უფლისციხის დათვალიერების შემდეგ გავემგზავრებით დასავლეთ საქართველოს მიმართულებით და გეზს ავიღებთ ქალაქ ქუთაისისაკენ.
• დაახლოვებით 2 საათის მოახლოვებასთან ერთად გავაკეთებთ ერთსაათიან პაუზას და ვისადილებთ იმერულ რესტორანში. სადილის შემდეგ კი აუჩქარებლად განვაგრძობთ გზას ქალაქ ქუთაისისაკენ.
• სამსაათიანი მგზავრობის შემდეგ ვეწვევით ქალაქ ქუთაისს, განვთავსდებით საოჯახო სასტუმროში, სადაც ვივახშმებთ, გავსინჯავთ ტრადიციულ იმერულ კერძებს და გავათევთ ღამეს.


დონეთა შორის სხვაობა საფეხმავლო მარშრუტებზე: 200 მ; საჭირო აღჭურვილობა: წყალგაუმტარი ქურთუკი; მზისგან დამცავი საშუალებები: მზის სათვალე, ქუდი); სიარულის ხანგრძლივობა: 2-3 საათი; ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 5-6 საათი.

 

კვირა

• დაახლოვებით დილის 8 საათზე ვისაუზმებთ საოჯახო სასტუმროში და გავემგზავრებით ტაძარ ბაგრატის მიმარულებით. მოვინახულებთ და დეტალურად დავათვალიერებთ უნიკალურ არქიტექტურულ ნაგებობას, გავეცნობით მასზე არსებულ განუმეორებელ ისტორიულ ფაქტებს.
• ბაგრატის ტაძრის მონახულების შემდეგ გავემგზავრებით ტაძარ გელათისაკენ, რომელიც ცნობილია თავისი ულამაზესი მონუმენტური არქიტექტურითა და მოპირკეთების განუმეორებელი სტილით. დავათვალიერებთ ეკლესიის შეუდარებელ ინტერიერს და მოვინახულებთ საქართველოს უდიდესი მეფის - დავით აღმაშენებლის საფლავს.
• ტაძარ გელათის მონახულების შემდეგ გავემგზავრებით ქალაქ თბილისის მიმართულებით. დღის 3 საათის მოახლოვებასთან ერთად გავაკეთებთ ერთსაათიან პაუზას და გავმართავთ სადილს რის შემდეგაც განვაგრძობთ გზას თბილისისაკენ. თბილისში ჩასვლისთავავე ვეწვევით რესტორანს და გავმართავთ გამოსამშვიდობებელ სადილს.


დონეთა შორის სხვაობა საფეხმავლო მარშრუტებზე: 200 მ; საჭირო აღჭურვილობა: წყალგაუმტარი ქურთუკი; მზისგან დამცავი საშუალებები: მზის სათვალე, ქუდი); სიარულის ხანგრძლივობა: 2-3 საათი; ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 5-6 საათი.

 

ტურის აქტიური პერიოდი:

მთელი წლის განვმავლობაში

გასათვალისწინებელი წინაპირობა:

ტურის მონაწილეს უნდა შეეძლოს რამოდენიმე საათი აღმართზე სიარული; თან იქონიოს მთაში სასიარულო ფეხსაცმელი, მზისგან დამცავი საშუალებები და წყლის მცირე ზომის ჭურჭელი.

მონაწილეთა შესაძლებელი რაოდენობა ჯგუფში:

1 – დან 15 მონაწილის ჩათვლით

ტურის საფასურში გათვალისწინებული
მომსახურება:
  •  სრული სატრანსპორტო მომსახურება;
  •  სტანდარტული და საოჯახო სასტუმროები;
  •  სამჯერადი კვება და სასმელები;
  •  კვალიფიცირებული ექსკურსია მძღოლი/გიდი/ მთელი ტურის განვმავლობაში
  •  პირველადი სამედიცინო დახმარება;
  •  სამედიცინო დაზღვევა;
  • მომსახურება რომელიც არ არის გათვალისწინებული:
  • ტურის განვმავლობაში დაკარგული თანხისა და ფასიანი ნივთების საფასურის ანაზღაურება;
  • ტურის ღირებულება:

    1 მონაწილისათვის: 365 Euro;
    2 მონაწილისათვის: 215 Euro;
    3 - დან 4 მონაწილის ჩათვლით: 160 Euro;
    5 - დან 7 მონაწილის ჩათვლით: 130 Euro;
    8 - დან 10 მონაწილის ჩათვლით: 110 Euro;
    11 და მეტი მონაწილისათვის: 100 Euro;

     
     
    Site Created by:
    www.colibri.ge
    2009 © Copyright
    Ltd "Elitetravel".