გამგზავრება სტეფანწმინდის მიმართულებით
• დილის 8 საათისთვის გავემგზავრებით ქალაქ სტეფანწმინდის მიმართულებით. • საახლოვებით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ შევჩერდებით ანანურის სატაძრო კომპლექსთან და გავაკეთებთ მცირე პაუზას. კომპლექსის მოკლე დათვალიერების შემდეგ კი განვაგრძობთ გზას ქალაქ სტეფანწმინდის მიმართულებით. • ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, კურორტ გუდაურის მისადგომებთან გავაკეთებთ პაუზას ცნობილ ბაქანთან, რომლიდანაც იშლება თვალწარმტაცი ხედი ფასანაურის რაიონსა და მის მთიან მასივებზე. • შემდეგ პაუზას გავაკეთებთ მონუმენტთან, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და რუსეთს შორის დადებულ ”გეორგიევსკის ტრაქტატს”. • მონუმენტის დათვალიერების შემდეგ გზას განვაგრძობთ ქალაქ სტეფანწმინდამდე (გზაში გავაკეთებთ ორ მოკლე პაუზას გერმანელი ტყვეების საფლავსა და მიწიდან ამოხეთქილ ცნობილ ვულკანურ წყაროსთან) • ჩასვლა და სადილი ქალაქ სტეფანწმინდაში. • სადილის შემდეგ გავემართებით გერგეთის სამების მიმართულებით და დავათვალიერებთ ტაძარს. • ტაძრის დათვალიერების შემდეგ შევიკრიბებით მიკროავტობუსთან და გამოვემგზავრებით თბილისის მიმართულებით. • დაახლოვებით 2 საათიანი მგზავრობის შემდეგ გავაკეთებთ პაუზას ქალაქ მცხეთაში, სადაც ვივახშმებთ. • ვახშმის შემდეგ კი ჩვენი მიკროავტობუსი დაგაბრუნებთ შინ.
დონეთა შორის სხვაობა საფეხმავლო მარშრუტებზე: 600 მ;
საჭირო აღჭურვილობა: მთაში სასიარულო ფეხსაცმელი/ჩექმა; წყალგაუმტარი ქურთუკი ; მზისგან დამცავი საშუალებები (მზისაგან დამცავი კრემი,
მზის სათვალე, ქუდი);
სიარულის ხანგრძლივობა: 3-4საათი;
ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 4-5 საათი;
|
|
 |