საქართველო ტურიზმისათვის უნიკალურ ადგილს წარმოადგენს. ბუნებრივ სილამაზეთა მრავალფეროვნება, ისტორიულ სიძველეთა სიმრავლე, ადამიანთა გასაოცარი სტუმართმოყვარეობა, შესაბამისი წეს-ჩვეულებები, უმდიდრესი ფოლკლორი და მრავალფეროვანი სამზარეულო - ეს ის ნაზავია, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს და სრულფასოვან დასვენებას განაპირობებს. გაოცებას იწვევს ამ შედარებით მცირე ტერიტორიაზე კლიმატური ზონებისა და ბუნებრივი ლანშაფტების ასეთი მრავალსახეობა. აქ შეიძლება ერთ დღეს დატკბეთ კავკასიონის ულამაზესი მთიანი მასივებით, შეიგრძნოთ ალპიური ზონის ბუნების ხიბლი, ისრიალოთ სამთო სათხილამურო კურორტზე, მეორე დღეს აღმოჩნდეთ შავი ზღვის სანაპიროზე - სუბტროპიკულ ზონაში, მესამე დღეს კი შეიგრძნოთ სამხრეთ საქართველოს კონტინენტალური სიმშრალე. საქართველო ტურისტებისათვის ყოველწლიურად მზარდი ინტერესის საგანს წარმოადგენს, რაც გამოიხატება ტურისტების რაოდენობის ყოველწლიურ მატებასა და საქართველოში არსებული თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის დღითიდღე გაუმჯობესებაში.
4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ”გუდაური”-დან ულამაზესი ხედი იშლება, რადგან იგი გარშემორტყმულია ერთმანეთზე გადაჯაჭვული მთებითა და თოვლით გადაპენტილი უმაღლესი მწვერვალებით. თბილისის აეროპორტამდე სავალი გზა მხოლოდ 2 საათს საჭიროებს. სასტუმრო ”გუდაური” აღჭურვილია 78 კომფორტული ოთახით.
სასტუმრო "Carpe Diem Gudauri" მდებარეობს კურორტ გუდაურში, ერთ-ერთ საუკეთესო ზამთრის კურორტზე საქართველოში. ჩვენი სასტუმრო გაიხსნა 2011 წლის იანვარში და უმოკლესი პერიოდის განვმავლობაში მოიპოვა პოპულარობა. კომფორტული გარემო, ოჯახური ატმოსფერო, თანამედროვე ინტერიერი და მომსახურებების მრავალფეროვნება სასტუმროში გატარებულ დღეებს დაუვიწყარს ხდის დამსვენებლებისათვის.
განახლებული სასტუმრო "თრუსო" გუდაურის ცენტრში მდებარეობს ძირითადი გზატკეცილის მახლობლად, მხოლოდ 5 წუთის ფეხით სავალ მანძილზე ცენტრალური სათხილამურო სასტუმრო კომპლექსიდან და საბაგირო გზიდან. ზამთრის სათხილამური სეზონის ფუსფუსთან ამ მომგებიანი სიახლოვის მიუხედავათ, სასტუმრო თრუსო ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი გამორჩეული სახე და ტრადიცია.
ეს მყუდრო საოჯახო ალპური სასტუმრო მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, დედაქალაქ თბილისიდან 2 საათის სავალზე. სასტუმრო „გუდაური ჰატი“ სათხილამურო ტრასების შორიახლოს-კურორტის ცენტრშია განთავსებული. სასტუმროს ოთახების ფანჯრებიდან კი იშლება თვალწარმტაცი ხედი კურორტ გუდაურზე, რაც სასტუმროს ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა.
სასტუმრო შელე განთავსებულია კურორტ გუდაურში, ზღვის დონიდან 2004 მეტრის სიმაღლეზე. სასტუმროს სულ რაღაც 100 მეტრი აშორებს სათხილამურო ტრასებიდან. სასტუმროში ფუნქციონირებს ასევე რესტორანი, სადაც გამოცდილი მზარეულები ნაციონალური და ევროპული კერძების ფართო არჩევანს შემოგთავაზებენ. სასტუმროში 8 ნომერია, მათგან 4 ორადგილიანი, 3 სამადგილიანი და ერთი ხუთადგილიანია, ხუთადგილიანი ნომერი ოროთახიანი და საკმაოდ დიდია.
ახალი სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია" თბილისის შემაღლებულ ადგილას, მდინარე მტკვრის პირას მდებარეობს. სასტუმრო ქალაქისა და მდინარის მომაჯადოვებელ ხედებს გთავაზობთ. სასტუმრო მდებარეობს ვარდების რევოლუციის მოედანზე, რუსთაველის გამზირთან და მისი უნიკალურობა განისაზღვრება ბიზნეს და კომერციულ ცენტრებთან ახლო მდებარეობით.
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი" მოხერხებულად არის განთავსებული ქალაქის შუაგულში, სწორედ იმ ადგილას, სადაც თბილისის დაარსებას დაედო საფუძველი. სასტუმროდან თბილისის აეროპორტი 15-20 წუთის სავალზეა. აქვეა ძირითადი საქმიანი და სავაჭრო ცენტრები, კულტურული და გასართობი ადგილები.
სასტუმრო ''თბილისი მერიოტში" თქვენ გელოდებათ 5 ვარსკვლავიანი მომსახურება. სასტუმროში, რომელიც ბროლის ჭაღებითა და მოოქროვილი კოლონებითაა დამშვენებული, შემოსვლისთანავე ჩვეული ქართული სტუმართმოყვარეობით დაგხვდებიან. სასტუმრო ''თბილისი მერიოტი'' არის 6 სართულიანი შენობა და მოიცავს 110 ნომერს და 17 ლუქსს.
6 სართულიანი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტი" ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე მდებარეობს. თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ გალერეები, ბაღები, მუზეუმები, თეატრები და ოპერის სახლი, რაც სასტუმროდან ფეხით სავალ მანძილზეა განლაგებული. სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტი"-ში 118 ნომერია (116 სტანდარტული ნომერი და 2 ლუქსი), სადაც ყველაფერია თქვენი კომფორტისათვის.
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ თავიდან ბოლომდე იტალიელი დიზაინრების მიერაა შექმნილი. იგი განთავსებულია მრავალსართულიან შენობაში, საიდანაც თვალწარმტაცი ხედი იშლება დედაქალაქ თბილისზე. სასტუმრო მოხერხებულადაა განთავსებული დედაქალაქის ცენტრალურ რაიონში, საიდანაც უმარტივესია როგორც ძველი თბილისის მონახულება, ისე საერთაშრისო აეროპორტში მოხვედრა.
სასტუმრო "ამბასადორი" გახლავთ 4/5 ვარსკვლავიანი თანამედროვე ტიპის
სასტუმრო, რომელიც განლაგებულია თბილისის ისტორიულ ცენტრში, კერძოდ
მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ანჩისხატის ეკლესიასა და
მარიონეტების თეატრს შორის. სასტუმროდან ფეხით სავალ მანძილზეა თბილისის
ფინანსური ცენტრი, მაღაზიები, მუზეუმები, გალერეები, თეატრები და
კულტურული სანახაობები.
სასტუმრო „დანისიმო“ მდებარე დედაქალაქის უძველეს ნაწილში - ავლაბარში, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალურობითა და მრავალფეროვნებით. სასტუმრო ფუნქციონირებს 2011 წლიდან, იგი დამსვენებელს სთავაზობს მყუდრო გარემოს, მაღალი კლასის მომსახურებასა და ულამაზეს ხედებს დედაქალაქ თბილისზე.
''კოპალა'' გახლავთ ლამაზი, პატარა და მყუდრო სასტუმრო მისაღები ფასებით. სასტუმრო მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში, დარეჯანის სასახლესთან ახლოს. ''კოპალა'' გარშემორტყმულია მრავალი ციხე-გალავნითა და მართმადიდებლური ტაძრით. აქვე ახლოსა მდებარეობს მეჩეთი, სინაგოგა და სხვა მრავალი ისტორიული ძეგლი. ცნობილი თბილისის გოგირდის აბანოები სასტუმროდან რამოდენიმე წუთის ფეხით სავალ მანძილეა განლაგებული.
სასტუმრო ”ვერე პალასი” სტუმრებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის
მომსახურებას განუმეორებელ გარემოში. იგი მდებარეობს თბილისის ყველაზე
პრესტიჟულ უბანში - ფიქრის გორაზე, მხოლოდ 3 - 10 წუთის სავალზე
დედაქალაქის ღირშესანიშნაობებიდან. თბილისის ერთ-ერთი ფეშენებელური
რესტორანი და კაფე-ბარი, მოხდენილი საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზები,
ფართო და მიმზიდველი ჰოლი ჩინებული არჩევანია რომანტიკული სადილებისა თუ
ქორწილებისათვის.
საოჯახო სასტუმრო "ALV Hotel" მდებარეობს ისნის რაიონში, იგი მოიცავს სამ სართულსა და 5 კომფორტაბელურ ოთახს. სასტუმროში თქვენ დაგხვდებათ თბილი საოჯახო გარემო, ნამდვილი სტუმართმოყვარე პერსონალი და მაღალი კლასის მომსახურება. ნომრები მყუდრო და მოსახერხებელია, ისინი აღჭურვილია კომფორტაბელური სველი წერტილებითა და სხვა საჭირო მოწყობილობებით. სასტუმროდან უმოკლესი დროის მანძილზე შესაძლებელია ქალაქის ცენტრში მოხვედრა.
"ბეტსი" ლამაზად გაწყობილი და სტუმართმოყვარე სასტუმროა, რომელიც შემაღლებული ადგილიდან გადმოჰყურებს თბილისს. სასტუმროდან სულ რამდენიმე წუთში მოხვდებით რუსთაველის გამზირზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ულამაზესი გამზირია რუსეთის ყოფილ მოკავშირე ქვეყნების დედაქალაქებში და რომელიც ქალაქის ღამის ცხოვრების, მნიშვნელოვან კულტურულ და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს.
სასტუმრო "ბომონდ გარდენი" გთავაზობთ 45 ოთახს, იგი განლაგებულია ხუთსართულიან შენობაში. ოთახები უმაღლესი სტანდარტებისაა, თანამედროვე და კომფორტული. ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ზომის მოხერხებულ ოთახებს, კონდიცირებით და ფასების დიდი არჩევანით. უკაბელო ინტერნეტი ხელმისაწვდომია სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე. ისეთი დასასვენებელი და გასართობი ადგილები, როგორებიცაა: ფიტნეს-ცენტრი, ბუნებრივი გოგირდის აბანო და საუნა შეიძლება გამოყენოთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ღია აუზი კი იდეალური ადგილია სრული განტვირთვისათვის.
ჩვენს სასტუმროს აქვს იდეალური ტერიტორიული მდგომარეობა: საგარეო საქმეთა სამინისტროს მოპირდაპირედ და იტალიის საელჩოსთან ახლოს, წყნარ და სასიამოვნო ქუჩაზე. სასტუმრო "ექსკლუზივი"-დან თავისუფლად აღმოაჩენთ თბილისის ცენტრსა და ძველ თბილისს. მობრძანდით სასტუმრო ექსკლუზივში და თქვენ აღმოაჩენთ თბილ, მყუდრო, თანამედროვე ატმოსფეროს ხის ავეჯითა და დახვეწილი დიზაინით.
საოჯახო სასტუმრო "Star"-ი მდებარეობს ძველი თბილისის ცენტრში, ორი წუთის სავალზე დედაქალაქის ცენტრალური - თავისუფლების მოედნიდან. საოჯახო სასტუმრო დედაქალაქის წყნარ და მშვიდ ქუჩაზეა განთავსებული. სასტუმროს შენობას სულ მცირე ხნის წინ ჩაუტარდა რემონტი, განახლდა და თანამედროვედ მოეწყო ასევე სასტუმროს ინტერიერი.
სასტუმრო "ვილა ვერა" მდებარეობს დედაქალაქის შუაგულში - ვერაზე, ულამაზესი ხედების მქონე პლატოზე, მეტროსადგურ რუსთაველისა და თბილისის საკონცერტო დარბაზის მახლობლად. სასტუმრო გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა მდებარეობით, მყუდრო და სასიამოვნო რეკრეაციული ზონით. აქ სტუმრები დატკბებიან კარგი დახვედრით და მშვიდი გარემოთი.
სასტუმრო “თორი” მდებარეობს თბილისის გულში, მის საქმიან, კულტურულ და ისტორიულ რაიონში. არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით მოგზაურობთ – საქმისთვის, სიამოვნებისათვის თუ უბრალოდ შეხვედრა გაქვთ დანიშნული, სასტუმრო თორი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თქვენი მოგზაურობა წარმატებული გამოდგეს.
სასტუმრო "გრანდ ჰოტელიl" მდებარეობს თბილისის უძველეს და ულამაზეს უბან ავლაბარში. იგი მოსახერხებლადაა განთავსებული ქალაქის ამ ნაწილში. სასტუმროში საოცარი სიმყუდროვე და კომფორტია, სადაც მეგობრული პერსონალისა და მაღალი სტანდარტის პირობებში იდეალურ და დაუვიწყარ დასვენებას შეძლებთ.
სასტუმრო "ძველი თბილისი" მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ნაწილში, მდინარე მტკვრის პირას, კლდის ძგიდეზე, რომელიც ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. სასტუმროში 24 კეთილმოწყობილი ნომერია (აქედან 7 ლუქსი) კომფორტული ავეჯით, სატელიტური ტელეხედვით, მინი-ბარით, საერთაშორისო სატელეფონო კავშირით, ლამაზად მოპირკეთებული სველი წერტილები – ფენით და ტელეფონით. ნომრებში შესაძლებელია კომპიუტერის ჩართვა.
ტურისტული კომპანია, ტურისტული სააგენტო, ტურები საქართველოში, ტურები, მოგზაურობა საქართველოში, მოგზაურობა, ექსკურსიები საქართველოში, ექსკურსიები, საგზურები საქართველოში, საგზურები, დასვენება, ტურიზმი, ტურების დაჯავშნა, ექსკურსიების დაჯავშნა, საქართველოს კურორტები, ტურები ნაკრძალებში, სასტუმროები, სასტუმროები საქართველოში, სასტუმროები თბილისში, თბილისის სასტუმროები, საქართველოს სასტუმროები, სასტუმროების დაჯავშნა, დაჯავშნა, რეზერვაცია, სასტუმროები მთელს საქართველოში, სასტუმროები ქალაქებში, სასტუმროები ზღვაზე, სასტუმროები მთაში, სასტუმროები საქართველოს კურორტებზე, სასტუმროები კურორტებზე, კურორტები, სანატორიუმები, Hotels in Tbilisi, Hotels in Tbilisi, Hotels in Tbilisi, Hotels in Tbilisi, Hotels in Tbilisi, Hotels in Tbilisi, Hotels in Tbilisi, Hotels in Tbilisi, Hotels in Tbilisi, Hotels in Tbilisi, Hotels in Tbilisi, Hotels in Tbilisi, Tbilisi Hotels, hotels Georgia Tbilisi, hotels Georgia Tbilisi, hotels Georgia Tbilisi, hotels Georgia Tbilisi, hotels Georgia Tbilisi, hotels Georgia Tbilisi, hotels Georgia Tbilisi, hotels Georgia Tbilisi, hotels Georgia Tbilisi, hotels Georgia Tbilisi, hotels Georgia Tbilisi, hotels Georgia Tbilisi, hotels Georgia Tbilisi, Batumi hotels, Bakuriani hotels, Gudauri hotels, best hotels in Georgia, hotels in Bakuriani, Hotels in Batumi, Travel to Mestia, Tours in Svaneti, Travel to Svaneti, Tours to Kakheti Region, Tours in Kakheti Region, Winter tours in Georgia, Wine tours in Georgia, travel to Georgia country, travel agency Caucasus, Travel company in Georgia, tour operator in Georgia Caucasus, tours in Georgia Caucasus,